ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვიყიდო ავიაბილეთები?

ჩვენი საიტის მარტივ საძიებო ფორმაში ჩაწერეთ გამგზავრების და ჩაფრენის ქალაქი, აირჩიეთ სასურველი თარიღები. მონიშნეთ უფროსი მგზავრები, თუ ბავშვებიც არიან, ცალკე 2-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მონიშნეთ ბავშვების რაოდენობა. დააჭირეთ ძიებას და მიიღეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად.

სად მივიღებ ავიაბილეთებს?

მას შემდეგ რაც ონლაინ დაასრულებთ შეძენას, ელექტრონულ ავიაბილეთს მყისიერად მიიღებთ შეძენის მომენტში დაფიქსირებულ EMAIL -ზე. ავიაბილეთებს არ ჭირდება ამობეჭდვა აეროპორტში მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონულად შეგიძლიათ წარადგინოთ.

ყველა ავიაკომპანიის ავიაბილეთის შეძენა შემიძლია?

ჩვენი საძიებო სისტემა უნიკალურია იმით რომ აერთიანებს მსოფლიოში მოქმედ ყველა ავიაკომპანიას და სააგენტოს, ამიტომ როდესაც Aviabiletebi.com.ge -ზე ამოწმებთ ავიაბილეთებს, თქვენ ყველა ავიაკომპანიის ყველაზე დაბალფასიან შემოთავაზებებს მიიღებთ.

რატომ უნდა შევიძინო ავიაბილეთები ოფისში?

გარდა ონლაინ სერვისისა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ავიაბილეთების შეძენა საოფისე გარემოში, სადაც მრავალწლიანი გამოცდილების ოპერატორები წარუძღვებიანი თქვენი მოგზაურობის დაგეგმვის სრულ პროცესს, ოპერატორებს აქვთ საშუალება დაჯავშნონ და გამოწერონ ნებისმიერი სირთულის ავიაბილეთები თქვენთვის.

რატომ არის ავიაბილეთები უფრო იაფი ჩვენთან?

Aviabiletebi.com.ge -ს სისტემაში გაერთიანებულია მსოფლიოს ყველა სააგენტო და ავიაკომპანია, პლატფორმის უნიკალური ალგორითმი ისე ამუშავებს ინფორმაციას რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად იღებთ ყველაზე დაბალფასიან ავიაბილეთებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ავიაკომპანიის ოფიციალურ ფასებზე უფრო დაბალია.

როგორ დაგიკავშირდეთ?

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ქოლ-ცენტრში ნომერზე 0322 500 806 ან გვესტუმრეთ ოფისში თბილისი, ლადო მესხიშვილის 21

დაჯავშნე ავიაბილეთები

500505068